Sonntag, 27. November 2016

ქართული ავტობიოგრაფიის განვითარების ეტაპები

პირველი ორი საანგარიშო პერიოდის ფარგლებში შესრულებული კვლევის შედეგები განზოგადდა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დახარისხდა ცხრილების საშუალებით.
ვრცელი, მაგალითებით გაჯერებული კვლევის ანგარიშებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოიყო, სქემატურად წარმოდგენილმა ინფორმაციამ სისტემური სახე მიიღო და უფრო თვალსაჩინო გახდა ჩატარებული კვლევის შედეგები.
გრანტის ფარგლებში ორი საანგარიშო პერიოდი დაეთმო მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული ავტობიოგრაფიის შესწავლას. გამოიკვეთა ამ ჟანრის განვითარების შემდეგი საფეხურები:
ქართული ლიტერატურის ისტორიაში პირველ მხატვრულ ავტობიოგრაფიას წარმოადგენს დავით გურამიშვილილს  „დავითიანი“. ამ ტექსტში ავტობიოგრაფი თხრობის ფიქციონალური შინაარსის თემატიზებას საგანგებოდ ახდენს.ეს გარემოება ტექსტის მხატვრულობის განმსაზრვრელი უმთავრესი ფაქტორია. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში დადგინდა ტექსტის ფიქციური ელემენტები, რომლებიც ცხრილის სახითაა წარმოდგენილი.
მე-19 საუკუნის ავტობიოგრაფიულ ტექტები ჟანრობრივად, გურამიშვილიის „დავითიანისაგან  აბსოლუტურად განსხვავებულ მოდელებს ქმნის. კვლევის შედეგად მათ შორის თავის მხრივ ორი ქვეკატეგორია გამოიყო: იდეოლოგიზებული და არაიდეოლოგიზებული ავტობიოგრაფიები. ისევე, როგორც მთელი მე-19 საუკუნის პროზისათვის, ავტობიოგრაფიული ტექსტებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ავტორი

პარადიგმატური პლანი
სინტაგმატური პლანი
1.      დავით კლდიაშვილი
·         არდავიწყების კონცეპტი;
·         ბავშვობის აღწერა,
·         მოვლენათა სოციო-პოლიტიკური ასპექტები
·         კეთილი ადამიანების ცხოვრების აღწერა
·         სიყვარულის ტოპოსი

·         ფიქცია,
·          ნაშრომის დანაწევრება თავებად,
·         აღწერის ნარატიული მოდელები
·         თხრობის ტემპის ცვალებადობა
·          
2.      აკაკი წერეტელი
·         იდილიური ყოფის ამსახველი ბუნებრივი კანონზომიერებებით განპირობებული მოვლენები
·         სოციო-პოლიტიკურ ვითარებასტან დაკავშირებული ქრონოტოპი, რომელსაც საფუძვლად შემთვევითობა უდევს
·          
·         აღწერ
·         პერსპექტივათა ცვალებადობა
·         ჰომოდიეგეტური და ჰეტეროდიეგეტური თხრობის ონაცვლეობა
3.      ვაჟა-ფშაველა




·         ავტობიოგრაფიული ინფორმაციის გაფილტვრა, დადახარისხება და შეფასება
·         ფიქციონალურობის ელემენტები
·         კონოტაციური ლექსიკა
·         სატაურის პოეტიკა
·         ტექსტის თავებად დაყოფა
4.      ილია ჭავჭავაძე
·         იდეოლოგია
·         დაღამება-გათენება
·         მოძრაობა-უმოქმედობა

·         რეფლექსიური თხრობა
·         მოვლენათა გააზრების ჩარჩოს ფორმირება
·         ავტორისეული კომენტარები
·         ფიქცია
·         ტიპიზება

5.      ალექსანდრე ყაზბეგი
·         წოდებრივი უთანასწორობა
·         უბრალო ყოფის ესთეტიზება
·         ადამიანი, როგორც თავისთავადი ღირებულება
·         განათლებისა და სოციალურ სფეროთა შეპირისპირება
·         სოციალურ სივრცეთა შეპირისპირება
·         ფიქციონალიზების სტრატეგიები
·         პერსპექტივათა სტრუქტურის შექმნა
·         პერსონაჟთა კონსტელაციის ფორმირება
·          

6.      ალექსანდრე ორბელიანი
·         ეპოქა
·         ქართველი კაცის მიამიტობა
·         თანამედროვე განათლების არქონა
·         ლოცვა
·         რეფლექსია
·         ტოპოსების ფორმირება
·         ტიპიზება
·         თემატიზება
·         ირონია
·         ავტორისეული კომენტარები

7.      მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი
·         წიგნზე დაფუძნებული იდენტობა
·         წარსულის თავისთავადი ღირებულება
·         ავტობიოგრაფიული მოვლენების სივრცულობა
·         აღწერა












ქართული ავტობიოგრაფიის ტიპოლოგიური ანალიზი

ტიპოლოგიური კვლევის შედეგად განისაზღვრა ქართული ავტობიოგრაფიული პრაქტიკის განვითარების უნიკალური გზა. საქართველოსა და ევროპაში რელიგიური ტექსტებიდან და სეკულარულზე გადასვა სხვადასხვაგვარად მოხდა. მე-18-მე-19 საუკუნეების ლიტერატურაში ევროპულ ავტობიოგრაფიული პრაქტიკის სამი მოდელი შეიქმნა, აქედან ქართული მხოლოდ ერთს თანხვდება, ისიც ნაწილობრივ.
ამავე პერიოდის ქართული ავტობიოგრაფიუიული ტექტსები აშკარად ნაციონალური შინაარსისაა. ევროპულ ავტობიოგრაფიას არ უმუშავია პიროვნენების განვითარების, სოცილაური წინსვლის ისტორიის დაამუშავებაზე. ამისათვის ევროპულ სივრცეში ცალკე ჟანრი (განვიტარების რომანი) არსებობდა. ქართულ სინამდვილეში ამ ჟანრის ფუნქცია ავტობიოგრაფიამ შეითავსა.

ევროპულ ლიტერატურაში რელიგიურ და სეკულარულ ავტობიოგრაფიებს შორის დგას პიეტეტური ავტობიოგრაფია. პიეტეტური ტექსტებით ავტობიოგრაფები გაემიჯნენ რელიგიური გრძობების შესახებ შაბლონებით წერას. ამ ტექსტების თემა კვლავ ავტობიოგრაფისა და ღვთის ურთიერთობაა, თუმცა ავტორები ცდლიობენ ამ ურთიერთობის ინდივიდუალური ფორმები აღწერონ. ამ ტრადიციისაგან განსხვავებით, ქართული ავტობიოგრაფიის სეკულარიზების პროცესი რელიგიურ პარქტიკასთან (ჰიმნოგრაფია-აგიოგრაფია) დაპირისპირებას არ გულისხმობდა. შუასაუკუნეების რელიგიურ ტექსტებსა და მე-19 საუკუინის სეკულარულ ავტობიოგრაფიებს შორის დგას დავით გურამიშვილის „დავითიანი“. ეს უკანასკნეი ჯერ კიდევ არაა სეკულარული, რადგან მასში რელიგიური მოტივი დომინანტურია. ავტობიოგრაფის ცხოვრების სოცილაური ასპექტები არ ჭარბობს. თავის მხრივ, ამ ტექსტში სეკულარიზმის უმთავრესი მახასიათებლია პერსპექტივის ცვლა: რელიგიური მოტივები და ადამიანური ისტორიები ღვთის პერსპექტივდან კი არა დანახული, არამედ ადამიანის.
უნდა აღინიშნოს. მორიტსის ავტობიოგრაფიული ტექსტი ევროპული ავტობიოგრაფიის ისტორიაში განუმეორებელ მოდელს ქმნის, ის ახეხრხებს ფსიქოლოგია და ლიტერატურა ერთმანეთს დაუკავშიროს. ეს მოდელი მე-18-მე-19 საუკუნეების ევროპულმა ავტობიოგრაფიამ აღარ განავრცო. რუსოს აღსარებანსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ევროპულ ავტობიოგრაფიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ის ქართულ ავტობიოგრაფიულ ტექსტებთან არანაირ სიახლოვეს არ აჩვენებს, მასში მოვლენათა შერჩევის საფუძველი არაა არც ღვთაებრივი დოგმატები და არც საზოგადოებრივი ფასეულობები. მთელი ავტობიოგრაფია წარმოადგენს მცდელობას საზოგადოება აიძულოს მიიღოს ავტობიოგრაფი ისეთი როგორიც არის, მთელი თავისი ნაკლოვანებებით. რუსოს არ აქვს პრეტენზია განუმეორებლობისა. მესამე მიმართულებას ევროპულ ლიტერატურაში ქმნის გოეთეს ავტობიოგრაფიული ტექსტი. მაში ავტობიიოგრაფის ცხოვრების სიმბოლური გააზრება, ავტობიოგრაფის უნიკალურობა მთავარი მოტივებია.

ამავე პერიოდის ქართული ავტობიოგრაფიუიული ტექტსები გამოკვეთილად ნაციონალურ შინაარს აჩვენებენ, გოეთეს ტექსტებტან უფრო ბავშვობის პერიოდის აღწერისას ავლენენ სიახლოვეს. ევროპულ ავტობიოგრაფიას არ უმუშავია პიროვნების განვითარების, სოცილაური წინსვლის ისტორიის დაამუშავებაზე. ამისათვის ევროპულ სივრცეში ცალკე ჟანრი (განვიტარების რომანი) არსებობდა. ქართულ სინამდვილეში ამ ანრის ფუნქცია ავტობიოგრაფიამ შეითავსა.

მე-19 საუკუნის მემუარები და მოგონებები

ალექსანდრე ორბელიანის ავტობიოგრაფია ცალსახად რეფლექსიურ ავტობიოგრაფის მოდელს წარმოადგენს. მასში უფრო მეტად ჩანს ეპოქა, ვიდრე თავად ავტობიოგრაფი. თუმცა ეპოქას იმდენად აღწერს მწერალი, რამდენადაც მის იდენტობას განსაზღვრავს. ავტობიოგრაფიული ტექსტი რამდენიმე ნაწილად იყოფა, პირველ თავში მოცემულია მთავარი ტოპოსი, პარადიგმატული პლანი, რომლის ფონზეც უნდა წავიკითხოთ მეორე  და მესამე თავებში აღწერილი ისტორიული მოვლენები.
ქართველი კაცის მიამიტობა, უზაკველობა  და იმავდროულად თანამედროვე განათლების არქონა ავტობიოგრაფიის რეფლექსიის შედეგად მიღებული მთავარი დასკვნებია:
რა დროც უნდა იყოს და როგორიც,- მაგალითად ვსთქვათ: თუნდაც ანგელოზების დროც, - უთუოდ იმათში ნაკლულევანებაც იქნება რამე. ამაზედ ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მომეტებული საჭირო არ არის ... მე ეს მაგალითი იმაზედ მომყავს, რომ მე როგორ ვიტყვი, რომ უწინდელს ჩვენს ძველ დროში სულ უმანკოება ყოფილიყოს. არა, იმათშიც იყო ავ-კარგობა, მაგრამ რა გვარი? - კარგი, ძალიან კარგი ეს იყო, რომ სულ სიმართლეს მისდევდნენ და წმინდა სახარების რიგსა ... მაგრამ ესეც კი არის, რომ ის სიმართლე იყო იმათ მავნებელი... ასე ეგონათ, ჩვენსავით ყველგან და ყველანი წრფელნი არიანო, და ამიტომ გულით სულით მინდობილნი იყვნენ ყველას.
ალექსანდრე ორბელიანი თეორიული განსჯით ცდილობს, იმდროინდელი საქართველოს მძიმე პოლიტიკური ვითარების  გამომწვევ მიზეზებს მიაგნოს. ავტობიოგრაფი ქვეყნის სავალალო მდგომარეობის საფუძვლად მტრის რაგვარობის წარმოჩენას არ ცდილობს. მას მიაჩნია, რომ ყოველგვარი გასაჭირის მიზეზი თავად ქართველ კაცშია. მწერლის აზრით, ქვეყნის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა არა სულიერი, ზნეობრივი საფუძვლების განმტკიცება, არამედ მეტი პრაგმატიზმი. ქართველი კაცის მიამიტობა ტექსტში ბევრგანაა თემატიზებული.
სოციალურ პრობლემაზე რეფლექსიის ფორმით ალექსანდრე ორბელიანის ავტობიოგრაფია ჰგავს ილია ჭავჭავძის მიერ  არჩეულ  ლიტერატურულ სტრატეგიას. „კაცია ადამიანში“ ეს ლიტერატურული ხერხი ყველაზე ნათლადაა წარმოჩენილი. ლუარსაბი მე-19 საუკუნის ქართველის ტიპური სახეა. ალექსანდრე ორბელიანიც სანამ ერეკლე მეფის დროინდელი საქართველოს ისტორიულ ამბებს გაგვაცნობს, პირველ თავში ტიპურ ქართველს, ტიპური ქართული ოჯახის ყოფას აღგვიწერს. ალექსანდრე ორბელიანის ავტობიოგრაფიაში სოციალური პრობლემებით გამოწვეული ტრავმა ავტობიოგრაფს არ აძლევს საშუალებას საკუთარი განუმეორებელი პიროვნება დაინახოს, შესაბამისად, პარადიგმატულ დონეზე გარდა ისტორიული მოვლენებისა და ამ კონტექსტში დანახული საკუთარი გასაჭირისა, პირადი ცხოვრების სხვა ნიუანსებს ვერ ვხვდებით.
პარადიგმატული და სინტაგმატური პლანები ნაწარმოებში ერთმანეთს შეესაბამება. ალექსანდრე ორბელიანი ტიპურ ქართულ ოჯახს ინსცენირებულად წარმოადგენს: „მე ვყოფილვარ ჩვენს მართებულს გვამებტან, კაცთა და დედაკაცებთა შორის და იმათ სახლეულობაში, მიჩხრეკია ისინი, ყოველი იმათი ქცევა, ცხოვრება და კარგად მახსოვს, როგორიც ისინიიყვნენ. ეხლა მაგალითად ავიღებ ერთს რომელსამე სახეობას, მაგრამ ვეცდები, გამორკვევით და შემოკლებითითქვას ყოველი მართალი“. ამ კომენტარით მწერალი გვაცნობს ინფორმაციის რაგვარობასა და დანიშნულებას. უშუალოდ ოჯახური ყოფის ინსცენირებისას კი ის სიუჟეტის აღწერაში აღარ ერევა. თხრობა შეუწყვეტლად მიმდინარეობს. მართალია, მწერალი თხრობაში ვრცელი რეფლექსიებით არ ერთვება, მაგრამ აღწერილ ამბავში მნიშვნელოვან, ტიპურ პრობლემას ქართველი კაცისას მუდმივად შეგვახსენებს. ის მკითხველთან უწყვეტკომუნიკაციას ცდილობს, მას აღწერილი ამბის ესტეტიკური მხარე არ აინტერესებს, მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა ამბის ალეგორიული კონტექსტი ზუსტად ისე გაიგოს, როგორც ეს მწერალს ჩაფიქრებული აქვს. მკითხველთან ამგვარი კომუნიკაციისათვის ის საკვანძო მნიშვნელობის სიტყვებს იმეორებს: „ორთავემ დიახ კარგად იცოდნენ ზეპირად ლოცვები ...“ „ადე, შვილო, ილოცე ...“ „მინამ ყმაწვილს ალოცებდნენ, იმისმა მამამ პირი დაიბანა...“ მე-19 საუკუნის ქართველის ყოფაში თემატიზებულია ლოცვა, როგორც განუსჯელად, მექანიკურად გაგრძელება წინაპართა საქმისა.[1] უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფორმითმკითხველთან კომუნიკაცია ცოტა არადამაჯერებელი ჩანს. ალექსანდრე ორბელიანი ირონიის ამმოცნობის ინსტრუქციას არ გვთავაზობს. შესაბამისად, დასაფიქრებელია, რამ განაპირობა, რომ ასეთ იდეოლოგიზებულ ტექსტში მკითხველი თავისუფლდება ავტორის დაზუსტებებისაგან და მას თავად უწევს ქვეტექსტის ამოცნობა. დასაფიქრებელია, რის საფუძველზე ენდობა მწერალი მკითხველს; რატომ ფიქრობს იგი, რომ ირონიზების მისეული სტრატეგია მკითხველისათვის გასაგები გახდება. ერთი რამ ფაქტია, რომ თავადისა და მოურავის ირონიზებული დიალოგი ცალსახად გავს ლუარსაბისა და მოურავის საუბარს. ეს დიალოგები მსგავისა როგორც შინაარსით, ისე ფორმით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ირონია, როგორც სოციალური რეალობის კრიტიკის საშუალება მე-19 საუკუნის საქართველოში ნაცნობი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება იყო.
მკითხველის ეს პერიოდული თავისუფლება, საბოლოოდ,მაინც შეზღუდულია მწერლის პერიოდული კომენტარებით: „დაგარწმუნებთ, ამათში ერთი ბეწვა ზაკვა არ იპოებოდა, არც იმათ გულში და არც იმათ ლაპარაკში.“იდეური ჩარჩოს შესაქმნელად ყველაზე მთავარი სტრატეგიაა ის, რომ პირველი თავის დასაყისში მწერალი განყენებულ მსჯელობას გვთავაზობს ქართველი კაცის ყოფის შსახებ. ამ რეფლექსიას უშუალოდ მოჰყვება ტიპური ქართველი დიდგავროვნის ოჯახური ყოფის აღწერა. ტექსტის ეს ნაწილი  თეორიული რეფლექსის ილუსტრაციაა, შესაბამისად, მკითხველს, მწერლის სავარაუდო ჩანაფიქრის მიხედვით, სიუჟეტის ალეგორიული შინაარსი, მხატვრულ- გამომსახველოითი საშუალებების მიზანი, ირონიის არსებობა გარკვეულ ეპიზოდებში, სწორედ პირველი თავის დასაწყისში მოცემული რეფლექსიის დახმარებით უნდა განესაზღვრა. ეს სტრატეგია გვხვდება ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებშიც“(იხ. ჩვენი ანალიზი ილიას ავტობიოგრაფიული ტექსტისა). საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი მწერლის იდეოლოგიური სათქმელის  განსახოვნების ლიტერატურული სტრარეგიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ალექსანდრე ორბელიანის ავტობიოგრაფიის რაგვარობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია პირველი თავის ბოლოს მოცემული ავტორისეული კომენტარი: „ესეც ჩვენი ძველი ამბავიდა მისი თვისებანი. ყოველი იმ დროის ამბავი ვინც კი იცის, უთუოდ უნდა ქაღალდზედ გამოსთქვას, რომ წაიკითხონ და შეიტყონ, თუ როგორ უცხოვრიათ ჩვენთ წინაპართ: რა ზნეობით, რა თვისებით, რა ხასიათით, და ანუ რა მდგომარეობაში ყოფილა საქართველო თავის ქართველებითურთ.“ პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ორბელიანი საკუთარი ცხოვრების კერძო მნიშვნელობის შესახებ არ წერს, შესაბამისად, მისი ავტობიოგრაფიაც ცალკეული ადამიანისათვის არაა განკუთვნილი. ეს წიგნი კოლექტივისთვის და კოლექტიური მიზნებისათვისაა გამიზნული. ცვალებად ისტორიაში ერს ორიენტირი არ უნდა დაეკარგოს. ამ ავტობიოგრაფიაში, ერთი შეხედვით, აქტუალურია ჯერ კიდევ იოანე საბანისძის მიერ ფორმულირებული ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფრაზა: „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი“. ალექსანდრე ორბელიანისათვის წარსულის ხსოვნა მნიშვნელოვანია არამაგალითად. ავტობიოგრაფს წარსული რეფლექსიისათვის, კრიტკული განსჯისათვის სჭირდება. შეცვლილი რეალობა არ იძლევა საშუალებას, მექანიკურად მიჰყვე წინაპართა გზას.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მოგონებებში პარადიგმატული პლანი (ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმები) ალექსანდრე ორბელიანის მოგონებისაგან განსხვავებულია. იმას, რასაც მარიამ აკეთებს, შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნზე დაფუძნებული იდენტობა. მისთვის მნიშვნელოვანი არაა საკუთარ  თუ სხვათა ცხოვრებაზე რეფლექსია. მის ავტობიოგრაფიაში სამომავლო მიზნებზე დიდად არ მახვილდება ყურადღება. მარიამ ორბელიანის ავტობიოგრაფიული კონცეპტის მიხედვით, წარსული თავისთავადი მნიშნელობისაა, მას მომავალში გაგრძელება რომც არ მოჰყვეს, მნიშვნელობას არ კარგავს. ეს კონცეპტის ამოკითხვა შესაძლებელია ამ პატარა ამონარიდიდანაც: „საწყალს მამაჩემს არ დასცალდა თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ჩემთვის თავისი მოგონებები ეკარნახა. 1890 წლის გაზაფხულს ატენში წასასვლელად რომ ვემზადებოდით, მითხრა: „ქაღალდი და კალმები წამოიღე, მე და შენ ვიმუშავებთ, მე ჩემ მემუარებს გიკარნახებო. მე აღტაცებაში მომიყვანა ამ პროექტმა...“ მარიამ ორბელიანის ავტობიოგრაფიულ ტექსტს ფრაგმენტული მოგონებების სახე აქვს, თუმცა დამოწმებული ციტატიდან ცანს, რომ ეს ფრაგმენტულობა შემთხვევითი არაა, მასაც გარკვეული ავტობიოგრაფიული კონცეპტი უდევს საფუძვლად: მარიამისთვის მნიშვნელოვანია ადამიანისსაკუთარი ცხოვრების სივრცეში განფენილად წარმოდგენა. დროს, მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივკავშირს, საანალიზო ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ავტორი უყურადღებოდ ტოვებს.
ნაწარმოების დროთ განზომილებასთან მიმართებით უნდა განისაზღვროს  ისიც, თუ რა მიმართება აქვს აღწერილ მოვლენებს მთხრობლის აწმყოსთან. როგორც უკვე აღვნიშნე, აღწერილი მოვლენები, ადამიანთა პორტრეტები მოზაიკურადაა დალაგებული. აღწერითი თხრობა დომინატურია, ავტორს არ აინტერესებს რეფლექსია. ის, რაც დროში მოხდა, აწმყოში, მალევე დროის მიღმიერ, ავტობიოგრაფისათვის ნოსტალგიურ, იდილიურ სტატუსს იძენს.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ავტობიოგრაფიის სივრცულობა ნაწარმოების პარადიგმატულ პლანში კიდევ სხვა ნიშნითაც ვლინდება: ავტობიოგრაფი საკუთარ ცხოვრებას სივრცესთან მიმართებით აღიქვამს; შესაბამისად, უმეტესად აღწერსმოგზაურობას, სხვადასხვა სივრცეს, რომლებშიც მას მოუწია ყოფნა: „მეორე სოფელი, სადაც მე ხშირად მიხდებოდა ყოფნა, იყო სოფ. ატენი. აქაც მე მქონდა მშვენიერი პატარა მამული, რომელიც ჯვარისწერის დღეებშიჩემმა დედამთილმა მაჩუქა...“ სივრცის განსახოვნების ძირითად საშუალებად ავტობიოგრაფი აღწერას ირჩევს. სინტაგმატური პლანის ამ მახასიათებლით ის ახლოს დგას სულხან-საბა ორბელიანის ავტობიოგრაფიასთან (იხ. პირველი შუალედური ანგარიში).






[1]ამავე საკითხს სვამს ილია თავის „პასუხის პასუხში“, როცა მამათა თაობას ადანაშაულებს ხელთა ფოტინით ლოცვაში.

ალექსანდრე ყაზბეგის "ნამწყემსარის მოგონებები"

ალექსანდრე ყაზბეგის ავტობიოგრაფიული ტექსტის თხრობა ჰგავს მწერლის დანარჩენ მხატვრული შემოქმედებას. წოდებრივი უთანასწორობა, უბრალო ყოფის ესთეტიზება, ადამიანი, როგორც თავისთავადი ღირებულება - ძირითადი მოტივებია, რომლებიც საფუძვლად უდევს ავტობიოგრაფიული თხრობის წარმართვას:
„19 .. წელს გარდავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშით და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თანა სდევს“. ერთი მხრივ, ადამიანებთან კომუნიკაცია და მეორე მხრივ, საინტერესო, მრავალფეროვანი ცხოვრების სურვილი ჩანს ავტობიოგრაფის დამოწმებულ სიტყვებში. ბუნების სიახლოვეს, არაოფიაციალური ურთიერთობის კონტექსტში ხედავს მწერალი საინტერესო ცხოვრების წარმართვის შესაძლებლობას. ეს დეტალი საყურადღებოა, რადგან ალ. ყაზბეგის ამგვარი ფასეულობები კონკრეტული სოციო-პოლიტიკური ვითარებით უნდა იყოს განპირობებული. ადამიანური ყოფის ორი სივრცის (გლეხთა და დიდგვაროვანთა) შეპირისპირება გვხვდება აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიაშიც.  მეფის ხელისუფლების რღვევა, ადგილობრივი დიდგვაროვნების ახალ კონტექსტში (რუსეთთან ურთიერთობა) საკუთარი ძალაუფლებისა და პრივილეგიების  მოპოვებისათვის ბრძოლას ხშირად უსამართლობა და ძალადობა ახლდა.
ძალაუფლებისათვის ბრძოლის ახალი ფორმების გარდა, იმპერიასთან ურთიერთობამ  დიდგვაროვანთა წრისთვის კულტურულ-ინტელექტუალური კონტექსტიც განსხვავებული გახადა. შეიცვალა როგორც განათლების მიღების ფორმა, ისე დანიშნულება. იმპერიის ინტელექტუალური ორიენტირები ფუნდამენტურ, სულიერებასთან, ადამიანურ ფასულობებთან დაკავშირებული კულტურულიცოდნის მქონე ხალხისათვის უსიცოცხლო და სქემატური ჩანდა. ახალი განათლება ადამიანს მხოლოდ იმის საშუალებას აძლევდა, რომ ჩინოვნიკი გამხდარიყო. ამასთან ამ ტიპის განათლების მიღება დიდგვაროვანთა პრივილეგია იყო. შეცვლილი სოციო-პოლიტიკური ვითარების ამ ინდიკატორს, როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის მწერალთათვის ნაციონალური თუ პიროვნული იდენტობის განსასაზღვრად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც განათლების კონცეპტი ამ პერიოდის ყველა ავტობიოგრაფიულ ტექსტში ბიოგრაფიულ დეტალთა სელექციის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამით უნდა აიხსნას ის, რომ ავტობიოგრაფი თავისი ცხოვრების მხოლოდ ერთ ეტაპს, მწყემსობის პერიოდს, აღწერს. ტექსტში არ გვხვდება ინფორმაცია ბავშვობის შესახებ, მწერალი არც მშობლებს იხსენებს.
ნაწარმოების პარადიგმატული ღერძის განსაზღვრა რომ მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო ნათელი ხდება, როცა მე-19 საუკუნის ავტობიოგრაფიულ ტექსტებს ერთმანეთს შევადარებთ იმის მიხედვით, თუ ინფორმაციის სელექციის რა კრიტერეიუმები აქვთ შემუშავებული ავტობიოგრაფებს. ასე მაგალითად, განათლებისა და სოციალურ სფეროთა შეპირისპირება ვაჟა-ფშაველასთანაც გვხვდება, თუმცა ამ უკანასკნელთან ის ინფორმაციის სელექსიის ერთ-ერთი კრიტერიუმია; მაშინ, როცა ალ. ყაზბეგთან მთავარი, დომინანტური კატეგორიაა.
ალექსანდრე ყაზბეგის ავტობიოგრაფიულ ტექსტში, როგორც უკვე აღვნიშნეთ,სოციალურ სივრცეთა შეპირისპირება ავტობიოგრაფიული ინფორმაციის დახარისხების მთავარი საფუძველია, იგი საანალიზო ავტობიოგრაფიის სინტაგმატურ ღერძს ქმნის. მწერალი ვრცლად მოგვითხრობს საკუთარი დიდგვაროვნებისა და განათლების  შესახებ.
ავტობიოგრაფიულ ტექსტებს ანალიზის საფუძველზე ფაქტუალურ და ფიქციონალურ ტექსტებად ვახარისხებთ.[1] ყაზბეგის ტექსტი, ისევე როგორც მწერალთა მიერ შექმნილი ავტობიოგრაფიები ფიქცონალურია. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყაზბეგის ავტობიოგრაფიულ ტექსტში ფიქციონალობის ელემტების სიმრავლე ცალსახაა. ამიტომაც საანალიზო ავტობიოგრაფიული ტექსტი მბნიშვნელოვნად გავს მწერლის დანარჩენ მხატვრულ შემოქმედებას. ავტობიოგრაფიულ ტექსტში მწერალს აინტერესებს არა იმდენად ისტორიული დეტალების ჩაწერა და თანამედროვეთათვის, ან მომავალი თაობისათვის გაცნობა, არამედ ავტობიოგრაფიული დეტალების რეტროსპეტული გააზრება .
აღნიშნული დასკვნების საილუსტრაციოდ  გავაანალიზებ ერთ ეპიზოდს, რომელშიც ალ. ყაზბეგი საკუთარ განათლებაზე რეფლექსიას გვთავაზობს. მთაში ცხვრის სამწყესად წასული მწერალი უცხოელებს, ფრანგებს შეხვდება, რომლებიც მატყლის საყიდლად იყვნენ მისული. ალექსანდრე ყაზბეგმა ფრანგული იცოდა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება არ გასჭირვებია. ეს ფაქტი უცხოელთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან უბრალო მწყემსისგან არ ელოდნენ უცხო ენის ცოდნას. ამ ფაქტს ასე იხსენებს ყაზბეგი: „წარმოიდგინეთიმათი გაშტერება, როდესაც რაღაცა უცნაურს და ველურს მთებს შორის, სადაც იმათის შეხედულებით ბარბაროსები ცხოვრობდნენ, რომელთაც ათზე მეტი თვლაც კი არ იციან, ერთბაშად უბრალო მეცხვარე, უბრალო მთის კაცი ფრანციულად ელაპარაკება!“ ალ. ყაზბეგისათვის უბრალო ადამიანთა რეაბილიტაცია, მათი დაკნინებული ღირსების რეაბილიტაცია რომ მთავარი მიზანია, ჩანს დამოწმებული ციტატითაც.  მწერლის აზრით, გარეშე პირთა წარმოდგენები მთაში მცხოვრებ ადამიანთადმი სტერეოტიპულია, ამტომაც იგი უცხოელთა მოლოდინისა და რეალობის შეუთავსებლობას უსვამს ხაზს. გარდა ამ მიზანდასახულობისა, საანილიზო ციტატაში დაკვირვებას საჭიროებს მიზნის მიღწევის ლიტერატურული გზებიც.
ალექსანდრე ყაზბეგის ატობიოგრაფიული კონცეპტის ანალიზისას აღვნიშნეთ, რომ უბრალო ადამიანთა და დიდგვაროვანთა ყოფის შეპირისპირება მთავარი კონცეპტუალური ღერძია. აქამდე ამ კონცეპტს ვავლენდით პარადიგმატულ დონეზე; ვაკვირდებოდით, როგორ განსაზრვრავდა ის ინფორმაციის შერჩევასა და დახარისხებას.  ამ ეტაპზე ალექსანდრე ყაზბეგის ავტობიოგრაფიული კონცეპტის სინტაგმატურ პლანს წარმოავაჩენს.
ალექსანდრე ყაზბეგი ავტობიოგრაფიულ ტექსტში ერიდება განყენებულ რეფლექსიას, შეხედულებათა თეორიულ ფორმულირებას. როგორც ეს გხვდება, მაგალითად ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“.  მისი ავტობიოგრაფიული კონცეპტი უფრო მეტად ვლინდება მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებათა შერჩევაში. ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია პერსპექტივათა სტრუქტურის შექმნა და პერსონაჟთა კონსტელაციის ფორმირება. ნაწარმოებში ერთ მხარეს დგანან ალექსანდრე ყაზბეგი და მოხევენი, ხოლო მეორე მხარეს _ რუსები, უცხოელები და ალექსანდერე ყაზბეგის დიდგვაროვანი ნათესავები. ტექსტში ავტობიოგრაფის თხრობას პირველ პირში, სისტემატურად ენაცვლება დასახელებულ პერსონაჟთა თხრობა ასევე პირველ პირში, ხშირად გვხვდება დიალოგები. შესაბამისად, იქმნება სამყაროს აღქმის ორი პერსპექტივა: ბუნებრივ-ნატურალური და ხელოვნულ-ცივილიზებული. ორი პერპექტივის სისტემატური შეპირისპირების გზით, ალექსანდრე ყაზბეგი ქმნის აზრს, რომ გლეხთა ყოფა განპირობებული არა მათი ხასიათის, შესაძლებლობებისა თუ სხვა ობიექტური მიზეზებით. მათი მდგომარეობა შედეგია სტერეოტიპული წარმოდგენებისა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ აზრს ავტობიოგრაფი თეორიულად არ აყალიბებს, იგი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების - ორი პერსპექტივის სისტემატური შეპირისპირბით  _ წარმოაჩენს ამ იდეას.






[1]ფიქციონალობა ავტობიოგრაფიული ფაქტების გამოგონებას კი არ გულისხმობს, არამედ _ ტექსტის მხატვრულობის ხარისხის მაჩვენებელს.