აკაკი წერეთლის
ავტობიოგრაფიული ტექსტის, „ჩემი თავგადასავლის“, მოდელის, ავტობიოგრაფიული კონცეპტის
დასადგენად კვლევის შედეგად განვსაზაღვრეთ ნაწარმოების პარადიგმატული და სინტაგმატური პლანები.
ავტორის მიერ ტექსტი
დაყოფილია ორ ნაწილად, თუმცა ისვე როგორც, ყველა დანარჩენ ავტობიოგრაფიულ ტექსტში,
რეალური სტრუქტურა არ ემთხვევა ტექსტის პარადიგმატულ ღერძთა განაწილებას. პირველ თავში
ავტობიოგრაფიული დეტალების შერჩევის ორი ძირითადი კრიტერიუმი გამოიყოფა: იდილიური ყოფის
ამსახველი ბუნებრივი კანონზომიერებებით განპირობებული მოვლენები: “ყოველი არსი, სულიერი, ხილული თუ უხილავი, ერთსა და
იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება: დაიბადება, იზრდება, დაბერდება - კვდება!“. როგორც
კი ამ კანონზომიერებას წარმოაჩენს, ავტობიოგრაფი ბუნების “კანონით“ ხსნის საკუთარ მისწრაფებებს:
„მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულადვაფასებ
ვაჟკაცობას, მაგრამგული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე მეტად იმას შეფრქვევით
ვეტრფიალები.“
ავტობიოგრაფიის
ამავე ნაწილში, იდილიური გარემოს გვერდით, სასახლის ყოფასაც აღწერს ავტორი.აქ სოციო-პოლიტიკურ
ვითარებასტან დაკავშირებული ქრონოტოპია წარმოდგენილი, რომლის ფარგლებშიც მოვლენები
ზოგადი კაკონზომიერებატა მიხედვიტ კი არაა განპირობეული, არამედ შემტხვევიტობიტ, ცალკეული
ქმედებას შეუძლაია მოვლენათა მსვლელობას მოულედნელი მსვლეობა მისცე. დედის დახასიათებისას
მის შრომისუნარიანობასა და განათლებას აქცევს ყურადღებას და იქვე აღნიშნავს, რომ ეს
განპირობებული იყო იმით, რომ მას ფრანგ სწავლულებთან ურთიერთობა ჰქონდა,მათგან ისწავლა
მეურნეობის საქმე და წერა-კითხვა:„ამ ევროპულად განათლებულმა და გონებაგანვითარებულმა
მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათიმეოხებით შესწავლილი ჰქონდა ,
სხვათაშორის, ექიმობა და მეურნეობა. რაც კი იმ დროს ქართველი ქალის ხელიდან გამოვიდოდა,
ყველაფერი ზედმიწედვნით იცოდა...“
ავტობიოგრაფის მამას
რაც შეეხება, აკაკის აზრით, ის ძალიან გონიერი ადამიანი იყო, თუმცა მის უსაქმურობა,
ხშირად არაადეკვატური ქცევა განპირობებული იყო შემთხვევითი ფაქტით. მამისისს დედას
შეემთხვა რაღაც, რის გამოც შვილს გამოკეტილად ზრდიდია და ამან ჩამოაყალიბა ის ასეთად.
„ეგებ ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი საქმეების ჩამდენი და საქმეში აჩქარებული მამაჩემი
მჩატე ჭკუის ყოფილიყოს. სრულიადაც არა. ძლიერი გონების კაცი, მოსწრებული და ენამჭევრი...“
აკაკი დედის შრომისმოყვარეობის, გონიერების აღწერის შემდეგ დეტალურად აღწერს მამის
დაუდევრობას, სიფიცხეს და სხვა უარყოფით თვისებებს, თუმცა იქვე დამოწმებული ციტატით
განმარტავს, რომ ეს მისი თანდაყოლილი ხასიათის შედეგი არ იყო.
ამის საფუძველზე
უნდა დავასკვნათ, რომ მიუხედავად სასახლის შეპირისპირებისა სოფლის იდილიურ ყოფასთან,
წერეთლისთვის ის ერთხელ და სამუდამოდ ფორმირებულ უარყოფით კონტექსტად კი არ აღიქმება,
არამედ გარემოებით განპირობებულად, რომელიც გამოსწორებადია. იდილიურ კონტექსტში ცალკეული
შეცდომა ვერ აზიანებს გარემოცვას, ვერ ცვლის მოვლენათა განვითარებას, საპირისპირო სივრცეში კი შეცდომა ძალის მქონეა.
მე-19 საუკუნის ავტობიოგრაფიული ტექსტების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ ბევრ
ავტობიოგრაფიულ ტექსტში იხატება იდილიური გარემო (კლდიაშვილი, ყაზბეგი, წერეთელი),
თუმცა განსხვავებული სინტაგმატური პლანით.
ვაჟა-ფშაველა
ავტობიოგრაფიული
ტექსტების ანალიზისას დაკვირვებას საჭიროებს, ტექსტი ფაქტუალური ავტობიოგრაფიის ელემენტებს
შეიცავს თუ ფიქციონალურისას. ვაჟა ფშაველას რვაგვერდიანი ტექსტი ცალსახად მხატვრული
ავტობიოგრაფიაა. ამ თვალსაზრისითთ, ერთი შეხედვით, უცნარია ავტორის განაცხადი. მწერალი
განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას გადმოსცემს. ფაქტობრივის მნიშვნელობით იგი იყენებს სიტყვებს უფერადოს და გადაუჭარბებელს: „ვეცდები სიმართლე დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ,
გადაუჭარბებლად“. ძნელია იმის თქმა, თუ რომელ ავტობიოგრაფიულ ტექსტებს მიიჩნევდა ვაჟა
ფშაველა ფერადოვნად. ქართულ ლიტერატურაში
ასეთი ტექსტი არ მოიპოვება.
ფიქციონალურობის
ელემენტები შეიძლება იყოს ტექსტში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ანიჭებს მას ფიქციონალურობის
სტატუსს. ფიქციონალურ ავტობიოგრაფიაში ავტობიოგრაფიული ფაქტი არაა მოცემული. მკითხველისათვის
შეუძლებელია ნარატორის ისტორიულ პიროვნებასთან დაკავშირება. როცა ტექსტში, ერთი მხრივ,
მრავლადაა ფიქციონალურობის ელემენტები და მეორე
მხრივ, მთხრობლისა და ისტორიული პირის იდენტიფიკაცია ხერხდება, იგი მხატვრულ ავტობიოგრაფიად
უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ასეთი ტექსტია ჩემი
წუთისოფელი. იგი გაჯერებულია ფიქციონალური ელემენტებით და იმავდროულად ნარატორისა
და ისტორიული პირის ვაჟა-ფშაველას ერთმანეთთან კავშირი ცხადია, ანუ მოცემულია ავტობიოგრაფიული
ფაქტი.
ვაჟა ფშაველა ავტობიოგრაფიულ
კონცეპტს საგანგებოდ აყალიბებს პირველ აბზაცში. დამოწმებული სიტყვების გარდა, რომლებითაც
ის გადმოცემული ინფორმაციის საანდოობას განსაზღვრავს, წერის მოტივსა და მკითხველთა
აუდიტორიასაც გვაცნობს: „ვასრულებ ჩემი მეგეობრების თხოვნას, ვიწყებ ავტობიოგრაფიას,
თუმცა კი ამ თავითვე საჭიროდ ვრაცხ გამოვუტყდე მკითხველს, რომ ყველაფერს, რაც მახსოვს
ჩემის ცხოვრებიდამ, ვერ გაუზიარებ, ბევრი რამ უნდა დავმალო, ბევრი რამ უხერხულია და
ბევრიც უმნიშვნელოა“. მწერლის ეს სიტყვები მკითხველს ერთგვარ წარმოდგენას უქმნის ნაწარმოების
შინაარსის შესახებ. დამოწმებული ციტატა მიანიშნებს, რომ ავტობიოგრაფის ცხოვრება უცვლელად
კი არაა გადმოცემული, არამედ ინფორმაცია დახარისხებული და გაფილტრულია. მთლიანი ავტობიოგრაფიული
ტექსტის გათვალისწინებით აშკარა ხდება ისიც, რომ მწერალი მხოლოდ ამ სახით არ ერევა
ისტორიული ფაქტების გადამუშავებაში. ავტობიოგრაფი
თითოეულ მოვლენას აფასებს: „.. უვარგისი
სისტემა სწავლისა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას
... დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს ...“ პირდაპირი
შეფასების გარდა, ნარატორი საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად უფრო ხშირად იყენებს
ისეთ ლექსიკას, რომლის კონოტაცია უარყოფითი ან დადებითია:ეს პატარა კაცი განსახოვნებული მხნეობა იყო ...დილის ძილს
გავიპრტყელებდით ხოლმე...სულს გაჰნაბავდა ხოლმე ... ბობოქრობდა იგი... ვიჭიფხებოდი...“
ფიქციონალურობის სხვა ელემენტებიც გვხვდება
ტექსტში. ეს გარემობა ცხადყოფს, რომ შეუფერადებლად
ინფორმაციის გადმოცემაში ვაჟა-ფშაველა ნეიტრალური, ფაქტობრივი ბიოგრაფიული დეტალების
აღწერას არ გულისხმობს. მწერლისთვის უფერადო
და გადაუჭარბებელი ამბების აღწერასუბიეტურად დანახულ რეალურ-ისტორიულ მოვლენებს
მოიცავს.
მიუხედავად იმისა,
რომ ვაჟა-ფშაველას ავტობიოგრაფა მოკლეა, მასში საკუთარი ცხოვრების განსახოვნების მრავალი
ლიტერატურული ხერხი გვხვდება. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ტექსტის სათაური:
წუთისოფელი არაა ნეიტრალური სიტყვა, მასში
უკვე მოცემულია მწერლისეული შეფასება განვლილი ცხოვრებისა. ბიოგრაფიული ინფორმაციის დამუშავებას უნდა ისახავდეს მიზნად
ტექსტის თავებად დაყოფა. პირველ ნაწილში ვაჟა მშობლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას,
დეტალურად აღწერს მათ ქცევას, ფიქრებს, პირად ქმედებებს კი თითქმის არ გადმოსცემს.
ამგვარი შინაარსობრივი მიჯნა კიდევ უფრო ცხადი ხდება პირველიდა მეორე თავების შეპირისპირებისას:
მეორე ნაწილის პირველივე წინადადებიდან ავტობიოგრაფი საკუთარი განცდებისა და ქმედებების
შესახებ იწყებს თხრობას.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen