ილია ჭავჭავაძე
თავისი ავტობიოგრაფიის წასაკითხ ინსტრუქციას, მისი შექმნის მიზანდასახულობას მკითხველს
ტექსტის ბოლოს აცნობს: მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალ,
ან რა ჩემი საქმეა ეგა? მე გაკვრით, როგორც მგზავრი, ვიხსენებ მას, რაც მისგან გამიგონია.
ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩინა და იმის სიტყვისათვის
იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც შემისრულებია. ჩემმა მოხევემ მე კიდევ
ბევრი რამ სხვა მითხრა, მაგრამ ყოველი მისი ნაამბობი დასაწერად არ გამოდგება შემთხვევისა
გამო სხვისა და სხვისა... მე მარტო ამას ვიტყვი, რომ იმანთავისის სიტყვით თავისს გულის-ტკივილით
მიმახვედრა“.
მე-19 საუკუნის
მწერალთა მიერ შექმნილ თითოეულ ავტობიოგრაფიაში მოწოდებული ინფორმაციის ავთენტურობის
შესახებ ავტორები საგანგებოდ წერენ. „მგზავრის წერილების“ დამოწმებული ციტატაც ამავე
მიზანდასახულობისაა. ამ ტენდენციის ნაწილია ისიც, რომ მწერალთა განაცხადი ინფორმაციის
ობიექტურობის შესახებ, ნაწარმოების შინაარს არ შეესატყვისება. ამ გარემოებას ავტობიოგრაფებთან
სხვადასხვა მიზეზი აქვს. ილია ჭავჭავაძე ავტობიოგრაფიაში გადმოცემული ინფორმაციის ობიექტურობას განსაკუთრებით აღნიშნავს იმისთვის,
რომ მის მიერ ფორმულირებული ნაციონალური იდენტობის მოდელი საზოგადოებისათვის უფრო ადვილად
მისაღები გახდეს. ილია „კაცია ადამიანშიც“ სოციალური რისხვის თავიდან არიდებას ცდილობს.მწერლის
თქმით, ლუარსაბის სახე მას არ შეუქმნია, იგი მხოლოდ სარკის ფუნქციას ასრულებს, აირეკლავს
სოციალურ ვითარებას.
დამოწმებულ ციტატაში
მწერალი აღნიშნავს, რომ ის მოხევის ნათქვამის განსჯაში
არ შევა, არადა, მთელი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები რეფლექსიური ხასიათისაა. თხრობა
პერიოდულად წყდება ნაციონალური საკითხებზე რეფლექსიის მიზნით. ტოპოსები, რომლთაც ავტორი
ნაწარმოებში მიმოაბნევს, ქმნის იმ პერსპექტივას,რომელითც პერსონაჟთა ნარატივის შინაარსი
უნდა განვსაზღვროთ. ასეთი ტოპოსებია: დაღამება-გათენება, მოძრაობა-უმოქმედობა. თუერთმანეთს
შევადარებთ ილიასეულ რეფლექსიას თერგთან მიმართებით და მოხევის ნარატივს, მივხვდებით,
რომ ავტობიოგრაფი ეთანხმება მის ნააზრეევს. ტექტის დასაწყისში მწერალი აყალიბებს რუსის
უარყოფით სტერეოტიპულ სახეს. ეს რუსია, რომელმაც, მოხევის აზრით, დამოუკიდებლობა დაუკარგა
ქვეყანას, ადგილობრივი საბჭო გააუქმა.
რუს ოფიცერთან საუბრისას
მწერალი ირგებს მორჩილი, ნაკლებადკრიტიკული მსმენლის როლს. რუსი ოფიცერი ომახიანად
ესაუბრება ავტობიოგრაფს თანამედროვე ცივილიზაციის შესახებ, რომლის დამნერგველადაც მას
რეგიონში რუსეთი მიაჩნია. ცივილიზების ნიშნით იგი აფასებს საქართველოს, ავტობიოგრაფის
პასუხი კი დაბნეულის, სიტუაციაში გაურკვეველი ადამიანის საუბარს ჰგავს: „არა თქვენმა
მზემ, - დავუფიცე მეც, -არა თქვენმა მზემ, სულ მართალს გენერლებს მოგახსენებთ“. დამოწმებული
სიტყვებით ავტობიოგრაფი ცდილობს სუსტი,დაუცველი ადამიანის პოზიციიდან იმართლოს თავი
რიგითი ოფიცრის წინაშე. იგი არ ცდილობს, ცივილიზების ოფიცრისეულ კონცეპტს შეეწინააღმდეგოს.
ამის ნაცვლად, ოფიცრის კონცეპტის შესატყვისი მაგალითების მოყვანას აპირებს დაამტკიცოსთავისი
ქვეყყნის ცივილიზებულობა. სწორედ ეს ავტობიოგრაფი მოგვიანებით იმავე ტექსტში გვევლინება
კრიტიკულ მოაზროვნედ, მეამბოხე ადამიანად (გვ.135). აღნიშნული მხატვრული ხერხიც იმავეს
უნდა ემსახურებოდეს, რასაც მოხევის ნათქვამის ობიექტურობის აღნიშვნა გულისხმობს; მწერალი
ცდილობს თავისი სუბიექტური ხედვა ობიექტურ რეალობად წარმოაჩინოს. რუსის ოფიცერი და
მისი სახითთითოეული რუსი რომ ასეთია, ამას მიამიტი, დიალოგის მორჩილი მონაწილე ავტობიოგრაფი
ვერ შექმნიდა. ეს, უბრალოდ რეალობაა, რომელიც მოკრძალებულად ჩაიწერა ავტობიოგრაფმა. სათქმელის მკითხველისათვის მიწოდების მსგავსი ფორმა
ტექსტის სხვა ეპიზოდებშიც გვხდება.
„მგზავრის წერილებიდან“
დამოწმებული ციტატა ნაწარმოების ფიქციონალურობის შესახებ სხვა ნიშნებსაც გვაწვდის:
როგორც უკვეგანვიხილეთ, ავტობიოგრაფი საგანგებოდ
აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ ჩაწერა ის, რაც მოისმინა, ამით ის გადმოცემული ამბის ავთენტურობის წარმოჩენას ისახავს
მიზნად. ამ განაცხადს არ შეესატყვისება რამდენიმე სტრიქონის შემდეგ მოწოდებული ინფორმაცია,
ავტობიოგრაფი გვითვალისწინებს, რომ მოხევის ნალაპარაკევს სრულად ვერ აღგვიწერს, რადგან
ეს გარემოებათა გამო შეუძლებელია. მწერალი ადასტურებს, რომ ის ავტობიოგრაფიული ტექსტის
შექმნისას არა მხოლოდ ცამწერის ფუნქციას ასრულებს, არამედ მოსმენილ ინფორმაციას მიზანმიმართულად
ახარისხებს, რაც ნაწარმოების ფიქციონალურობაზე მიანიშნებს. ერთი ტექსტის ფარგლებში
ინფორმაციის ავთენტურობასთან დაკავშირებით მოცემული მითითებები თავისთავად შიძლება
განვიხილოთ ნაწარმოების ფიქციონალურობის ნიშნად.
ილია ნაწარმოების
ანალიზისას მთავარია მისი გამიჯვნა მემუარების ჟანრისაგან. ეს არაა უსუსტემო, ფრაგმენტული
მოგონებები. ამ ნწარმოებს აქვს კონცეპტი, რომელსაც საფუძვლად უდევსსამშობლოს ტოპოსი.
აქვე ილიას ავტობიოგრაფიული
ტექსტის ანალიზისას განსასაზღვრია, რამდენადაა ის ავტობიოგრაფიული ტექსტი, რადგან მასში
სხვა ადამიანთა ნარაცია ხშირად გვხვდება. მასში კოლექტიური მე საუბრობს მაშინაც კი, როცა მონოლოგებია მოცემული. ლელთღუნია
მთხრობლის ფიქრებს ასხამს ხორცს. ფრანციელიც
მწერლის შინაგანი განცდების დემონსტრირებაა. მთხრობელმა ბევრად მეტი იცის პერსონჟთა
შესახებ, რადგან ისინი არ არიან ინდივიდები. მათი არსებობა ტექსტში მთხრობლის შეხედულებათა
და ფასეულობათა განსახოვნების საშუალებაა. ამას უნდა უკავშირდებოდეს ისიც, რომ მწერალი
ნაწარმოების ბოლოს აღნიშნავს, რომ მას მხოლოდ ინფორმაციის ჩამწერის ფუნქცია აკისრია.
საკუთარი ფიქრებისა და დამოკიდებულების გადატანა სხვადასხვა პერსონაჟის სახეში იდეური
სათქმელის საუკეთესო შენიღბვის საშუალებაა.ნაწარმოების სათაურიც „მგზავრის წერილები“
იდეური სათქმელისათვის ნეიტრალური, ობიექტური რეალობის საბურველის შექმნას ემსახურება.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen