კლასიკური ავტობიოგრაფიული ტექსტისათვის მნიშვნელოვანია
ავტობიოგრაფიული ფაქტის არსებობა და რეტროსპექტული ხედვა. ამ ორი მნიშვნელოვანი მახასიათებლის
არ არსებობის შემთხვევაშიც კონკრეტული მწერლის შემოქმედებაში
იკვლევენ ავტობიოგრაფიულ ელემენტებს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ისტორიის კონცეპტისა
და მწერლის პიროვნული იდენტობის განსაზღვრას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოგზაურობის
ჟანრი ქართულ ლიტერატურაში კარგად არაა განვითარებული, ამიტომ მისი სპეციფიკის განსასაზღვრად
მიზანშეწონილია მეთოდოლოგიურ საფუძვლად ტიპოლოგიური ანალიზის არჩევა. ევროპული ლიტერატურიდან
შესადარებლად გოეთეს ავტობიოგრაფიული ტექსტი „იტალიაში მოგზაურობა“ გამოვყავით.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტექსტს სათაურად ერთნაირი
ჟანრობრივი ინდიკატორი აქვს - მოგზაურობა - ისისნი სხვადასხვა ჟანრს განეკუთვნებიან.
გოეთეს ტექსტი ერთმნიშვნელოვნად ავტობიოგრაფიაა, სულხან -საბას ნაწარმოები კი დღიურისა
და დოკუმენტური პროზის ელემენტებს შეიცავს. გოეთეს ტექსტი ავტობიოგრაფიულია, რადგან
მასში იმდენად ნანახი ადგიელების აღწერას კი არ ენიჭება უპირატესობა, რამდენადაც მოგზაურის
გამოცდილებისა და განცდების გადმოცემაა მტავარი. რამდენად დეტალურად არ უნდა აღიწერებოდესდ
მოვლენა, საგანი თუ ბუნება, საბოლოოდ მათი მნიშვნელობა მთხრობლის პიროვნებას უკავშირდება.
აქვე აღსანიშნავიაისიც, რომ გოეთემ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გადააკეთა დღიურის
ჩანაწერები, რედაქტირების შედეგად ავტობიოგრაფიულ ტექსტად აქცია და სხვა ავტობიოგრაფიულ
ნაწარმოებებთან ერთად გამოაქვეყნა.
წარმოდგენილი დასკვნის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავაანალიზოთ
გოეთასსა და საბას ტექტებიდან ამონარიდები:
„ერთ-ერთი თავადის სახლის სტუმრობას სულხან-საბა ასე
აღწერს: „მერმე მე მიველ იმ თვადის სახლში. დიაღ პატიოსანი სასახლე ჰქონდა, კაი ცოლი
ჰყვანდა. წინ მოგვეგება, დაგვსვეს, გვიალერსეს. მერმე სახლები დამატარეს. მრავალი უცხოები
ვნახე: ხატები თუ ან ჯვრები, საკვირველები, სხვადასხვაგვარად დაწნული ოქროს სკივრები,
სხვადსხვაგვარად გამოყვანილი მოჭრილი ვერცხლის სკივრები, უცხო თვლები, უცხო ჭურჭლები,
ძოწის ხეები, დიდრონი შვლის რქის უფროსები, ზოგი ხეზედ შემოხვეული, ზოგი ქვაზედ ამოსული,
წითელი, ზოგი თეთრი, ზოგი ჭრელი. ძოწებიუცხოდ დათლილი. ამარტისა და აქატის ცხოველები,
ზოგი ასეთები ვნახე, არც ფრანცისის მეფის სახლსი მინახავს. შიგ სახლში ერთი მომცრო
სამწირველო ჰქონდა უცხოდ პატიოსნად შემკობილი“.
ამ ამონარიდისა და მთლიანი ტექსტის კითხვისასაც გაოცებას
იწვევს მოხუცი მოგზაური როგორ აღფრთოვანებას გამოხატავს თითოეული დეტალით, რომელთაც
ის ევროპაში ხედავს, შესაბამისად, ხშირადბ გვხვდება შესიტყვებები: „უანგარიშო უცხო“,
„კაცის გუნების მიუწვდომელი“, შვენებულობით“ გამორჩეული, „გასაკვირვალი“, „დაუჯერებელი“,
„რომელსა ვერა ენა ვერ გამოთქვამს და კაცის გულს ჭირი უკუეყრება“. ამ გულწრფელი ემოციების
უკან დამატებით, ალბათ, სერიოზული პოეტური ჩანაფიქრიც უნდა ამოვიკითხოთ: მწერლალს თანამედროვენი
ევროპული სივრცის სიდიადეში უნდა დაერწმუნებინა, რისთვისაც მრავალ მხატვრულ ხერხს იყენებს.
მოყვანილ ამონარიდში ეს, ძირითადად, ენობრივ დონეზე, სხვადასხვა რიტორიკული ფიგურის
გამოყენებით ხერხდება. სულხან-საბას ისე, რომ
ადამიანთა ცხოვრების შესახებ არ მოგვითხრობს, მხოლოდ სივრცისა და საგნების აღწერით
სურს თანამემაულეთა დარწმუნება ევროპული სივრცის სიდიადეში. ეს სტრატეგიეა კი ერთგვარ
რისკს შეიცავდა: საბა მრავალ დეტალს აღწერს, რის გამოც შიძლებოდა თხრობა მკითხველისათვის
მოსაბეზრებელი გამხდარიყო. სწორედ ამ საფრთხის ასარიდებლად იყენებს ის რიტორიკულ ხერხებს.
ამ თვალსაზრისით მწერალი, პირველ რიგში, ცდილობს თხრობას დინამიური ხასიათი მიანიჭოს.
დამოწმებულ ამონარიდში ამ ფუნქციას გამოერება
ასრულებს: სათქმელის მრავალწახნაგიანობის საჩვენებლად იყენებს სიტყვებს მერმე, სხვადასხვაგვარად, უცხო, ზოგი. ამავე
მიზნით საბასთან გვხვდება კიდევ ერთირიტორიკული ფიგურა კლიმაქცი, რომელიც ერთგვარი
წევრების თავმოყრით მიიღწევ: წითელი, თეთრი, ჭრელი. დამაჯერებლობის მისაღწევად შეპირისპირების
ხერხსაც მიმართავს: ისეთი რაღაცები ვნახე საფრანგეთის მეფის სასახლეშიც რომ არ არისო.
საბას თხრობის მიმზიდველობის ანლიზისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი ლექსიკის მრავალფეროვნება
და საგნიების დასახასიატებლას ლექსიკის ზუსტად შერჩევა, თუნდაც ქვების სახელების მითითება:
ამარტისა და აქატის ცხოველები. უცხო სივრცის ამგვარ აღწერაში მისი იდენტობის შტრიხების
იკვეთება: მისთვის საქართველო მშობლიურია, ხოლო ევროპა დიდებული და იდუმალია, რაც მასში,
თუნაც ხანდაზმულს განსაკტერბულ შემოქმედებით შთაგონებას იწვევს, ძიებისა და მოქედებისაკენ
უბიძგებს. ისტორიული რეალობის გათვალისწინებით ეს ძიება და შემოქმედებითი წვა დასავლეთის
„აღმოჩენასა“ და თანამედროვეთაათვის ამ სივრცის დიდებულებაში დარწმუნებას ვერ გასცდა.
სასურეველი სივრცის აღსაწერად საბას მიერ შემუშავებული
პოეტური ხერხების კიდევ უბრო დამაჯერებლად წარმოსაჩენად და განსავრცობად მოვიყვანოთ
კიდევ ერთი ამონარიდი:
„წამიყვანეს წმიდის პეტრეს ეკლესიაში, მისავალზე შუკის
თავს ერთი მომცრო მინდორია. ოთხპირად მრგვლად ორმოც-ორმოცი ქვის სვეტია ამართული, თვითო
ექვს ადლს უმაღლესია, სამ კამარად შეკრული , მოსწორებული და ზეიდამ სულ წმიდათ სახეები
ქვის, გათლილი, დგანან. მინდორს შუა ერთი ოთხკუთხიქვა ყაბახს უმაღლეა, მთელი და ზედ
- ჯვარი ამართული. შიგ ჯვრის ნაწილი ჩანს. ერთი დიდი წყარო შადრევნად იქით ამოუდის,
ერთი - აქეთ. და ორი წყარო მინდვრის ბოლოს გამოდის კარგა გაკეთებული და აღსავალი ხარისხებით
მაღალი. და ერთს ქვის სვეტზე წმიდა პეტრეა ქვისა გათლილი და კლიტე უჭირავს, მეორეზე
- წმიდა პავლე.
ეს დამრჩა: ... მერმე დიდი შუკა გაიარს ...“
დამოწმებული პასაჟის ანალიზისას ყურადღებას იქცევს პარალელიზმები,
ერთი სინტაქსური კონსტრუქციის მქონე წინადადებების დამოწმება, რაც თხრობას დინამიურობას
ჰმატებს. ამ რიტორიკულ ხერხს ბუნებრივად ებმის მეორეს. რადგან ერთი ტიპის წინადადებებია
გამოყენებული ლაკონიურობისა და სისხარტისათვის საბა ხშირად იყენებს ელიფს, სიტყვის
გამოტოვებას. თხრობისათვის სიმწყობრის მისანიჭებლად
გვხვდება დასახარისხებელი სქემა: აქეთ-იქით. აღსანიშნავია პარატექსტის გამოჩენაც; მწერალი
საკუტარ თხრობას უბრუნდება და მას აფასებს - რაღაცის დამატება გამომრჩაო.
„მოგზაურობა ევროპაში“ ნარატოლოგიური და ჯანრობრივი
თავლსაზრისით კიდევ ერთი ასპექტით იქცევს ყურადღებას, ამასში არასაიმედოთხრობა (ნარატოლოგიური ტერმინია) დასტრურდება. საბა მოვლენების
აღწერისას ხშირად ჩერდება და მკითხველს უზუსტებს, რომ ეს მისი თვალთახედვაა და სინამდვილეში
შეიძლება სხვაგვარად იყოს. ტექსტში ასევე დასტურდება პირველი თურმეობითის ფორმბები,
რითაც მწერალი მოვლენის იდუმალებას წარმოაჩენს. ამ ფრომებს ძირითადად მოთხრობილ სასწაულებთან
მიმართებით იყენებს. ამგავრის თხრობის შედეგად
მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპა არა მხოლოდ თვალწარმტაცი მხარეა, არამედ
ის იდუმალიცაა. რაც საბასთვის ამ სივრცეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის:
„გამომაბრუნეს, ერთს სახლში დამსვეს, ის ქალი ჩემტან
შემოიყვანეს ... მრავალი უცხო სასწაული უქნია, ეშმაკი მრავალჯერ მტირალი გაუძია, ექვსი ეჯი ზღვაზე გაუვლია ... კერპმსახურებაში ერთი ეპისკოპოსი
ორის დიაკვნით იქ წასულან, განშორებულან , იქ მდგარან. კერპებს იქავ უწამებიათ
... იმ ღამეს პაპასაც ასე ენახა
... გაიღვიძეს, ცოლ-ქმართ ერთმანეთს უთხრეს. ორთავ ისე ენახათ. მოძღვართან მივიდნენ, უთხრეს. მასაც ისე ენახა ... სხვა წინ ერთის მთელის მარმარილოს ქვის პირამდი მინდორზე უდგას,
ოცდახუთი ადლი, მეტი მგონია ... ვერ ვნახე,
ვერც შევითყვე, რა იყო, მაგრამ ის სამწირველო დიდად პატიოსნად იყო შემკობილი, მე ასე
მგონია ....
ის, რომ ევროპული სივრცე მწერლისაატვის გასაკუთრებული
აღფრთოვანების საგანი იყო და მისკენ სწრაფვა პიროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი
იყო, ამას ადასტურებს ერთი ინტერტექსტი ახალი აღთქმის წიგნებიდან, სულხან-საბა პაპის
კეთილგანწყობით გახარებული, ჩქარობს სასიხარულო ამბავი ვახტანგ მეექვსეს მიუტანოს და
ამასთან დაკავშირებით პაპს ასე მიმართავს: „მე ვხედავ, ვახტანგის მოუსვლელობით ქრისტიანობას
დააკლდება ჩემს ქვეყანაშია და მოსვლით მართლმადიდებლობას მმოემატება-მეთქი, თვარა მე
სხვა არა მაქვს რა. მოხუცებულის სიმეონსავით
გეხვეწები: აწ განმიტევე-მეთქი“. წმინდა სვიმეონის ეს სიტყვები სახარების მიხედვით
მის დაუტევნელ სიხარულს წარმოაჩენს, ამდენად სულხან-საბას მიერ მისი მოხმობა მასში
ანალოგიური განცდის არსეობაბს მოწმობს.
სულხან-საბას საანალიზო ტექსტში გამოვლენილ ავტორის
იდენტობათან მიმართებით კიდევ ერთ გარემოებას
უნდა მოექცეს ყურადღება: სულხან-საბას მიერ ევროპაში მოგზაურობის არწერისას არა იმდენად
არა იმდენად პიროვნული იდენტობა ჩანს, რამდენადაც მისი კოლექტიური ცნობიერება, მისთვის
ცალკეული მოგონებები, რომლებიც ტექსტშია მოცემული, თავისთავად კი არ მნიშვნელობს, არამედ
სისტემატურად ცდილობს მათ კონტექსტუალიზებას
ისტორიულ კულტურულ კონტექსტში.მისი პიროვნული იდენტობა ორი პირობითი სივრცის - საქართველოსა
და ევროპის - გაანსაზღვრის პროცესში იკვეთება. საქართველო მისთვის მშობლიურია და სხვა
სივრცის საზომი ერთეულია - ნანახ სივრცეებს ქართულ ეკვივალენტებს ადარებს და არა პირად
გამოცდილებას:
„მოვედიტ მონაკო ქალაქსა. ზღვაში ერთი კლდე შესულიყო
თბილისის მეტეხსავითა. მრავალი მაგარი ციხე და სოფელები ჩამოვიარეთ, მაგარამ დიდს ადგილს
ვენახოვანი სულ წამხდარიყო. კედლებიაეშენათ, გვერდზე მოესწორებინათ, ზედა ვენახები
აეშენათ, მაგარამ სრულობიტ გაოხრებულიყო. ვიკითხე: რატოწამხდარა მეთქი. მითხრეს: მიწა
არ ვარგებულიყოო. მაგრამ თუ მიწა არ ვარგიყო, იმდენი აუარებელი ვენახი რად ააშენეს?
მუგუთის მსგავსი ალაგები იყო“. მსგავსი შედარებები ტექსტში მრავლად მოიპოვება, თუმცა
თვალსაჩინოებისათვის დამოწმებული მაგალითებიც საკმარისი, ამიტომ დანარჩენს აღარ მოვიხმობთ.
როგორც წერილის დასაწყიში აღვნიშნეთ სულხან-საბას ნაწარმოების
ჟანრობრი სპეციფიკის უკეთ გასაგებად რეკომენდებულია შედარებითი ანალიზის წარმართვა.
საამისოდ განვიხილოთ ერთი პასაჟი გოეთეს ავტობიოგრაფიული ტექსტიდან „ მოგზაურობა იტალიაში“:
„ანტიკურ დარბაზში შესვლისას აღმოავაჩინე, რომ ჩემი
თავლი მსგავსი საგნების აღქმას მიჩვეული არ იყო, ამის გამო იქ დარჩენით დრო დამეკარგა.
ბევრი საგანი არაფერს მამცნობდა, მიზეზის ახსნა გამიჭირდება. დრუსუსმა ჩემი ყურადღება
მიიპყრო, ორი ანტონინე და კიდევ რამდენიმე რამ მომეწონა... ნატურალური ნივთების ოთახშ
ბევრი რამ ვნახე ტიროლიდან ისეთი, მე რომ ვიცნობდი და თავად გაჩნდა.“
სანიმუშოდ ამ პატარა ამონარიდის ნალიზიც კი ცხადყოფს
რომ გოეტესა და სულხან-საბას ტექსტები ერთმანეთისაგან განსხვადებიან. გოეთე ნანახის
აღწერისას ნაკლებ ყურადღებას აქცევს ტეტალებს და რიტორიკულ ხერხებს, მისთვის მთავარია
ნანისადმი საკუთარი დამოკიდებულების ჩვენება. რაც შეეხება აღქმის პერსპექტივას, გოეტეს
საზომი მასტაბი სამშობლოს გეოგრაფიული ტოპოსები კი არაა, არამედ საკუტარი გამოცდილება.
ამსთან, ნანახით გაოცებას თუ დისტანცირების სურვილს გამოხატავს იმის მიხედვით, რამდენად
ახლობელია მისთვის. გარეგნული ბრწყინვალება იმდენად არსებითი არაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ
ისიც, რომ მოგზაურობის აღწერისას გოეთე ბუნების აღწერას დიდ დროს უთმობს, სულხან-საბას
კი არ აინტერესებს ნანახი ბუნების აღწერა, მისთვის ღირებულია ის, რაც ადამიანებმა შექმნეს
და საკრალური სივრცე.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen